კატაბალახა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:კატაბალახასებრნი]] | [[კატეგორია:კატაბალახასებრნი]] | ||
11:08, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
კატაბალახა – (Valeriana alpestris Steven); ოჯახი: კატაბალახასებრნი (Valerianaceae). მცენარის სიმაღლე 100 სმ-მდეა. ღერო მარტოულია, მაგარი, დაღარული, ხშირად – მოლეგო. ფოთოლი 3-5 წყვილია, მუხლებში შებუსული. ფოთლები მთლიანია, გრძელყუნწიანი, კვერცხისებური ან ელიფსური. კიდეებზე არათანაბრად ამოკვეთილ – დაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან რომბისებური. ზედა ფოთლები თითქმის მჯდომარე, ლანცეტა ან ხაზურია. ყვავილედი თავაკისებური ფარია, გვირგვინი – მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში ტენიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.