ფუტკრესდედა (Oprys oestrifera M. Bieb)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
12:27, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ფუტკრესდედა - (Oprys oestrifera M. Bieb = ophrys apifera Huds.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარე 20-45 სმ სიმაღლისაა, ღეროს ძირში 2-5 მოგრძო ბლაგვი ან ბლაგვად წაწვეტებული ფოთლებით. ღერო მთელ სიგრძეზე თანაბრადაა შეფოთლილი. ყვავილედი მეჩხერია, 2-5-ყვავილიანი; ყვავილსაფრის გარეთა წრის ფოთლები ღია სოსანია და სამი მწვანე ძარღვი გასდევს. ტუჩი ხავერდოვანია, ფართო-ოვალური, სამნაკვთიანი, მოშავო-ყავისფერია, ზემო მხრიდან ძირში ნალის მსგავსი შიშველი და მოლურჯო-იისფერი ლაქით, რომელიც ყვითელი არშიითაა შემოვლებული. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში – მუხნარში, ფიჭვნარსა და ბუჩქნარში, ტყის ველობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შაქრიანის მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.