ცხრატყავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| + | |||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | [[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | ||
12:06, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ცხრატყავა – (Lonicera iberica M. Bieb.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). 0.5-2 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი სწორად მდგომი ბუჩქია, მაგარი, გაფარჩხული ტოტებით. ნორჩი ყლორტები შებუსული და ჯირკვლოვანია. ფოთლები კვერცხისებურია ან მომრგვალო-კვერცხისებური. ფოთლის ფირფიტა ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ქვედა მხრიდან – ღია, ორივე მხარეს შებუსული. ყვავილები იღლიურია, განლაგებულია წყვილ-წყვილად. შეფერილობით მოყვითალო თეთრია. ყვ. V-VI; ნაყ. VII-X. მცენარე გავრცელებულია მშრალ, მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. ცნობილიააღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.