სათოვლია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:სათოვლიასებრნი]] | [[კატეგორია:სათოვლიასებრნი]] | ||
10:33, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
სათოვლია , უცუნა – (Colchiucum speciosum Steven.); ოჯახი: სათოვლიასებრნი (Colchicaceae). მრავალწლიანი ტუბერიანი მცენარეა, სიმაღლე – 20-60 სმ. ყვავილი ერთია, იშვიათად – სამი. ყვავილსაფრის გადანაღუნის სიგრძე 5-7 სმ-ია. ყვავილსაფრის მილი მსხვილია. ყვავილსაფრის გადანაღუნის სეგმენტები ღია ვარდისფერი ან მუქი იასამნისფერია, იშვიათად – თეთრი, ფორმით მოგრძო-ელიფსურია. ფოთლები დაყვავილების შემდეგ ვითარდება, ფორმით ფართო-ლანცეტაა – 18-25 სმ სიგრძის. ყვ. ნაყ. XI-II. გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყის პირასა და მდელოებზე. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.