რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა''' – [[ძალები და საშუალებები (სა...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, დანიშნულების კვალობაზე, შეიძლება იყოს | რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, დანიშნულების კვალობაზე, შეიძლება იყოს | ||
| − | + | :ტერიტორიული – მთელი ქვეყნის თავდაცვისათვის, | |
| − | + | :ზონალური – მსხვილი რაიონების თავდაცვისათვის, | |
| − | + | :ობიექტების – დიდმნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების თავდაცვისათვის, | |
| − | + | :სტრატეგიული – სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვისათვის (საკონტინენტთაშორისო, [[წყალქვეშა ნავი|წყალქვეშა ნავების]], საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები) და არასტრატეგიული (ტაქტიკური) – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისაგან, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა [[საომარი მოქმედებების თეატრი|საომარი მოქმედებების თეატრზე]]). | |
15:32, 13 აპრილი 2018-ის ვერსია
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა – ძალებისა და საშუალებების კომპლექსი, აგრეთვე ღონისძიებები და საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მოსაგერიებლად მისი ბალისტიკური რაკეტების ან ამ რაკეტების ფრენის ტრაექტორიებზე ქობინების დაზიანების გზით.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემადგენლობაში შედის:
- ბალისტიკური რაკეტების (ბალისტიკური ნაწილების) შორი აღმოჩენის საშუალებები, სხვადასხვა სიშორის მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები;
- გამოთვლითი საშუალებების კომპლექსი;
- ინფორმაციის გადაცემის საშუალებანი.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, დანიშნულების კვალობაზე, შეიძლება იყოს
- ტერიტორიული – მთელი ქვეყნის თავდაცვისათვის,
- ზონალური – მსხვილი რაიონების თავდაცვისათვის,
- ობიექტების – დიდმნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების თავდაცვისათვის,
- სტრატეგიული – სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვისათვის (საკონტინენტთაშორისო, წყალქვეშა ნავების, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები) და არასტრატეგიული (ტაქტიკური) – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისაგან, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა საომარი მოქმედებების თეატრზე).