იარბა
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ბერბერიელები ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]] სახლობდნენ. მითოსის თანახმად, იარბამ მამა-იუპიტერს აუგო ასი ტაძარი | ბერბერიელები ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]] სახლობდნენ. მითოსის თანახმად, იარბამ მამა-იუპიტერს აუგო ასი ტაძარი | ||
და ასი საკურთხეველი. როდესაც ფინიკიიდან ლტოლვილი [[დიდონა]] აფრიკაში დასახლდა, იარბამ უბოძა მიწა, სადაც მან | და ასი საკურთხეველი. როდესაც ფინიკიიდან ლტოლვილი [[დიდონა]] აფრიკაში დასახლდა, იარბამ უბოძა მიწა, სადაც მან | ||
| − | ქალაქი [[კართაგენი]] დააარსა. იარბას უყვარდა დიდონა, მისგან უკუგდებული კი კართაგენის დარბევით იმუქრებოდა. როდესაც | + | [[ქალაქი]] [[კართაგენი]] დააარსა. იარბას უყვარდა დიდონა, მისგან უკუგდებული კი კართაგენის დარბევით იმუქრებოდა. როდესაც |
[[ენეასი]]ს ხომალდები ქარიშხალმა კართაგენს მიაყენა, დიდონამ შეიფარა გმირი და შეიყვარა. მიეთ-მოეთის ღმერთქალმა | [[ენეასი]]ს ხომალდები ქარიშხალმა კართაგენს მიაყენა, დიდონამ შეიფარა გმირი და შეიყვარა. მიეთ-მოეთის ღმერთქალმა | ||
[[ფამა]]მ ეს ამბავი იარბას ამცნო. მეფემ მამა-იუპიტერს მიმართა ვედრებით, დაესაჯა დიდონა. ენეასმა განიზრახა მიეტოვებინა | [[ფამა]]მ ეს ამბავი იარბას ამცნო. მეფემ მამა-იუპიტერს მიმართა ვედრებით, დაესაჯა დიდონა. ენეასმა განიზრახა მიეტოვებინა | ||
მიმდინარე ცვლილება 12:28, 4 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
იარბა – (რომ.) ბერბერიელთა მეფე, იუპიტერ-ამონის ძე.
ბერბერიელები ჩრდილოეთ აფრიკაში სახლობდნენ. მითოსის თანახმად, იარბამ მამა-იუპიტერს აუგო ასი ტაძარი და ასი საკურთხეველი. როდესაც ფინიკიიდან ლტოლვილი დიდონა აფრიკაში დასახლდა, იარბამ უბოძა მიწა, სადაც მან ქალაქი კართაგენი დააარსა. იარბას უყვარდა დიდონა, მისგან უკუგდებული კი კართაგენის დარბევით იმუქრებოდა. როდესაც ენეასის ხომალდები ქარიშხალმა კართაგენს მიაყენა, დიდონამ შეიფარა გმირი და შეიყვარა. მიეთ-მოეთის ღმერთქალმა ფამამ ეს ამბავი იარბას ამცნო. მეფემ მამა-იუპიტერს მიმართა ვედრებით, დაესაჯა დიდონა. ენეასმა განიზრახა მიეტოვებინა შეყვარებული ქალი და იტალიისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. სასოწარკვეთილმა დიდონამ თავი მოიკლა (დიდონა). შურისმაძიებელმა იარბამ არ დაინდო დიდონას დაც, ანა პერენა და აფრიკიდან გააძევა. ანა იტალიაში ჩავა, სადაც ენეასი შეიფარებს. იქ კი მისი მეუღლის, ლავინიას, ეჭვიანობით გაბეზრებული მდინარეში გადაეშვება და ამ მდინარის ნიმფად გარდაისახება.