კონური იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონური იარაღი“ გადაიტანა გვერდზე „ამაჩქარებელი იარაღი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამაჩქარებელი იარაღი“ გადაიტანა გვერდზე „კონური იარაღი“ გადამ...) |
15:06, 23 აპრილი 2018-ის ვერსია
კონური (ამაჩქარებელი) იარაღი - იარაღის შესაძლო სახეობა, რომელშიც დამაზიანებელ ფაქტორად გამოყენებულია იმ ნაწილაკების (მაგალითად, წყალბადის ატომების ან ელექტრონების) კონა, რომლებსაც სპეციალურ ამაჩქარებლებში სინათლესთან მიახლოებული სიჩქარე აქვთ. ასეთი იარაღის დამაზიანებელი მოქმედება შეიძლება გამოიხატოს რაკეტის საბრძოლო ქობინის მექანიკური დაზიანებით და აფეთქებით, ელექტრონულ აპარატურაზე რადიაციული ზემოქმედებით, ქიმიური რეაქციის ინიცირებით.
ლაზერული იარაღისგან განსხვავებით, კონური იარაღს ნებისმიერი ამინდის პირობებში შეუძლია მოქმედება. ნავარაუდევია კონური იარაღის გამოყენება საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწიააღმდეგო თავდაცვის და სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის სისტემებში განაღმვის საშუალებად და სხვა.