ატე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Ate.jpg|thumb|ატე. <br />ჰერბერ ჯეიმს | + | [[ფაილი:Ate.jpg|thumb|150პქ|ატე. <br />'''ჰერბერ ჯეიმს დრეიპერი''']] |
'''ატე''' – ''(ბერძნ.)'' [[ზევსი]]ს ასული. წამიერი სიგიჟის განსახიერება. | '''ატე''' – ''(ბერძნ.)'' [[ზევსი]]ს ასული. წამიერი სიგიჟის განსახიერება. | ||
17:24, 5 ივლისი 2016-ის ვერსია
ატე – (ბერძნ.) ზევსის ასული. წამიერი სიგიჟის განსახიერება.
ატე გონებას უბნელებდა ღმერთსაც და ადამიანსაც. ერთხელ, მისი საქციელით განრისხებულმა ზევსმა იგი ზეციდან ჩამოაგდო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ატესგან გონდაბინდულმა ზევსმა გაამჟღავნა ჰერაკლეს დაბადების საიდუმლო (ჰერაკლე). მას შემდეგ ატემ დაკარგა ღმერთებზე ზემოქმედების ძალა. მხოლოდ ადამიანებს აიძულებდა ხოლმე იგი ჩაედინათ უგონო საქციელი.