ლაოსი
(ახალი გვერდი: ლაოსის დროშა '''ლაოსი''' ''(Laos – ლაოსის სახალხო დ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Laosis drosha.png|thumb|ლაოსის დროშა]] | + | [[ფაილი:Laosis drosha.png|thumb|250პქ|'''ლაოსის დროშა''']] |
'''ლაოსი''' ''(Laos – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)'' – [[სახელმწიფო]] სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. | '''ლაოსი''' ''(Laos – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)'' – [[სახელმწიფო]] სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. | ||
11:44, 27 აპრილი 2018-ის ვერსია
ლაოსი (Laos – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.
ფართობი – 236,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 6,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ლაოსური.
დედაქალაქი – ქ. ვიენტიანი.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 კხუენგად (პროვინცია).
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – სახალხო კრება, აღმასრულებელი – მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1945 წლის 12 ოქტომბერს, სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკად – 1975 წელს.
ლაოსი აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მიწათმოქმედება. მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, ბოსტნეული, ზეთოვანი კულტურები და სხვა.
საერთაშორისო აეროპორტებია: ვიენტიანი, ლუანგპრაბანგსა და სავანაქეტი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 29,1 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები, სამდინარო ფლოტილია 25,1 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 4 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.