ლიბერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ლიბერია“ გადაიტანა გვერდზე „ლიბერიის რესპუბლიკა“)

12:22, 1 მაისი 2018-ის ვერსია

ლიბერიის დროშა

ლიბერია (Liberia – ლიბერიის რესპუბლიკა)სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი – 111,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 4,1 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. მონროვია.

ადმინისტრაციულად იყოფა 15 პროვინციად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი

საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.

სახელმწიფო ლიბერია შეიქმნა 1847 წელს ამერიკიდან გადმოსახლებული ყოფილი მონების მიერ. ლიბერია არის ხის, ნატურალური კაუჩუკის და სხვა ნედლეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. მისი დროშის ქვეშ დარეგისტრირებულია მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ფლოტი (დაბალი ბაჟის გამო).

საზღვაო პორტებია: ბიუკენენი, მონროვია, გრინვილი, ჰარპერი.

საერთაშორისო აეროპორტი – მონროვია.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 2 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები