ლიბია
(ახალი გვერდი: '''ლიბიის დროშა''' '''ლიბია''' ''(Lybia – ლიბიის რეს...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ლიბია“ გადაიტანა გვერდზე „ლიბიის რესპუბლიკა“) |
12:41, 1 მაისი 2018-ის ვერსია
ლიბია (Lybia – ლიბიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი – 1,8 მლნ. კმ2.
მოსახლეობა – 6,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. ტრიპოლი.
ადმინისტრაციულად იყოფა 15 მუნიციპალიტეტად.
სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო – საერთო სახალხო კონგრესი და მისი აღმასრულებელი ორგანო უმაღლესი სახალხო კომიტეტი (მთავრობა).
ლიბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1951 წელს, როგორც გაერთიანებულმა სამეფომ. 1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილ იქნა სამეფო რეჟიმი და გამოცხადდა ლიბიის არაბული რესპუბლიკა. ქვეყნას თანამედროვე სახელწოდება მიენიჭა 1977 წელს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის მოპოვება და ექსპორტი. ლიბია აწარმოებს კვების აუცილებელი პროდუქტების 75%-ის იმპორტს.
მთავარი საზღვაო პორტებია: ტრიპოლი, ელ-ხუმსი, ბენ-ღაზი, დარნა, მისრათა, ტობრეკი.
საერთაშორისო აეროპორტი – ტრიპოლი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 76 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 50 ათ., სამხედრო-საჰაერო 18 ათ., სამხედრო-საზღვაო ძალები 8 ათ. და რეზერვი 400 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.