ღობურების და დაბრკოლებების გადალახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღობურების და დაბრკოლებების გადალახვა“ გადაიტანა გვერდზე „[[ნაღ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნაღმური ღობურების გარღვევა“ გადაიტანა გვერდზე „[[ღობურების და დ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:18, 7 მაისი 2018 მდგომარეობით

ღობურების და დაბრკოლებების გადალახვა - ჯარების ორგანიზებული გასვლა ღობურებში, ნანგრევებში, ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებში, როდესაც შეუძლებელია მათი შემოვლა. ტრალიანი ტანკები გადალახავენ ნაღმასაფეთქებელ ღობურებს საბრძოლო (ბრძოლისწინა) წყობით; უტრალო ტანკები და სხვა ტექნიკა-გასასვლელებით; ქვეითი ჯარი ფეხით გადაადგილებისას - გასასვლელებით ან ტანკების მიერ გატრალური კალაპოტით.

ბუნებრივ დაბრკოლებებს და არაასაფეთქებელ ღობურებს, ჩვეულებრივ, გადიან კიდული (ჩაშენებული) ბულდოზერული მოწყობილობით.

ისეთ დაბრკოლებებს, როგორიც არის ხევები, ვიწრო მდინარეები, არხები, ფლატენაპირიანი ნაკადულები და ა.შ., გადალახავენ გადასასვლელებით და ფონით. ისინი ეწყობა ხიდგამდებების, ლიანდიანი მექანიზებული ხიდების, გზაგამყვანების მეშვეობით და ა.შ.

საჭიროების შემთხვევაში აშენებენ წყალდაბალ ადგილებში ხის ხიდებს. საზღვაო ნაღმურ ღობურებს გადალახავენ გატრალური ფარვატერით ან ხომალდების (გემების) ტრალებს უკან გატარებით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები