მამული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მამული''' – ადამიანის, ადამიანების სოციალური თუ ეროვნული ერ...)
 
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:სამშობლო]]
+
[[კატეგორია:ნაციონალიზმი]]

15:43, 1 ივნისი 2018-ის ვერსია

მამული – ადამიანის, ადამიანების სოციალური თუ ეროვნული ერთობლიობისთვის მშობლიური ქვეყანა. წარმოადგენს ადამიანთა ბინადრობის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ გარემოს, რომელიც რაზმავს მათ ერთობად და იმავდროულად აცალკევებს სხვებისგან.

მამული შეიცავს „მარადიულ“ ნიშნებს, რომლებიც ძირითადად უცვლელი რჩება მოცემული ერთობის ისტორიული განვითარების ხანგრლივი პერიოდის მანძილზე (მისი კუთვნილი ტერიტორია, ეთნიკური შემადგენლობა, მოსახლეობის ენა და ეროვნული თავისებურებები, სახელმწიფოებრიობა, როგორც მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა და სხვა). მამულისადმი კუთვნილება გამოიხატება და მკვიდრდება მამულიშვილობით, პატრიოტიზმით, რომელიც აკავშირებს თანამემამულეებს, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის და ეროვნების ადამიანებს სოლიდარობის გრძნობით, საერთო მზადყოფნით, ემსახურონ მამულის ინტერესებს, მისი დაცვის საერთო ზნეობრივი ვალით და მოვალეობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები