აეროფოტოგადაღება
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აეროფოტოგადაღება“ გადაიტანა გვერდზე „აეროფოტოგრაფირება“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აეროფოტოგრაფირება“ გადაიტანა გვერდზე „აეროფოტოგადაღება“ გა...) |
16:02, 25 მაისი 2018-ის ვერსია
აეროფოტოგადაღება - (აეროფოტოგრაფირება, საჰაერო ფოტოგრაფირება), ადგილმდებარეობისა და ცალკეული ობიექტების ფოტოგრაფირება საფრენი აპარატებიდან.
შესრულების დროისა და ხერხის, აეროფოტოაპარატის ოპტიკური ღერძის მდებარეობის, ექსპონირების მეთოდის, ფოტომასალების მიხედვით განასხვავებენ: დღისა და ღამის, დაგეგმილ, პერსპექტიულ და პანორამულ, კადრის და ე.წ. ჭუჭრუტანის, შავ-თეთრ, ფერად და სპექტრზონალურ აეროფოტოგადაღებას. მიღებული მასალა გამოიყენება რუკების შესადგენად და გასაახლებლად, ადგილმდებარეობისა და ობიექტების შესასწავლად, მეცნიერული და ტექნიკური მიზნებისათვის, როგორც საჰაერო დაზვერვის ერთ-ერთი ხერხი. ასევე ჯარების საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო მოქმედების კონტროლისათვის, ფოტოდოკუმენტების შედგენისთვის, ობიექტების, კოორდინატების განსაზღვრისთვის, მათი ტოპოგეოდეზიური მიბმისათვის და სხვა შემთხვევებში.