მაროკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაროკო''' ''(Marocco – მაროკოს სამეფო)'' - სახელმწიფო ჩრდილო-დასავლ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მაროკო“ გადაიტანა გვერდზე „მაროკოს სამეფო“)

14:21, 29 მაისი 2018-ის ვერსია

მაროკო (Marocco – მაროკოს სამეფო) - სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, ხოლო დასავლეთით – ატლანტის ოკეანე.

ფართობი 446,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა 33,7 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი – ქ. რაბატი.

ადმინისტრაციულად იყოფა 37 პროვინციად და 2 პრეფექტურად.

მაროკოში კონსტიტუციური მონარქიაა.

სახელმწიფოს მეთაურია მეფე.

საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და ორპალატიან პარლამენტს. აღმასრულებელი – მეფის მიერ დანიშნულ მთავრობას.

დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.

მაროკო აგრარული ქვეყანაა, შედარებით განვითარებული სამთომოპოვებითი მრეწველობით.

საზღვაო პორტებია: კასაბლანკა, რაბატი, აგადირი, საფი, ტანჟერი, ელ-ჯადიდა.

საერთაშორისო აეროპორტები – კასაბლანკა, მარაქეში.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 37,5 ათ. კაცი (2012).

სახმელეთო ჯარები 17,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 13 ათ. და სამხედრო-საზღვაო 7 ათ.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით და დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები