მაროკო
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მაროკო“ გადაიტანა გვერდზე „მაროკოს სამეფო“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მაროკოს სამეფო“ გადაიტანა გვერდზე „მაროკო“ გადამისამართებაზე) |
14:21, 29 მაისი 2018-ის ვერსია
მაროკო (Marocco – მაროკოს სამეფო) - სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, ხოლო დასავლეთით – ატლანტის ოკეანე.
ფართობი 446,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა 33,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. რაბატი.
ადმინისტრაციულად იყოფა 37 პროვინციად და 2 პრეფექტურად.
მაროკოში კონსტიტუციური მონარქიაა.
სახელმწიფოს მეთაურია მეფე.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და ორპალატიან პარლამენტს. აღმასრულებელი – მეფის მიერ დანიშნულ მთავრობას.
დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.
მაროკო აგრარული ქვეყანაა, შედარებით განვითარებული სამთომოპოვებითი მრეწველობით.
საზღვაო პორტებია: კასაბლანკა, რაბატი, აგადირი, საფი, ტანჟერი, ელ-ჯადიდა.
საერთაშორისო აეროპორტები – კასაბლანკა, მარაქეში.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 37,5 ათ. კაცი (2012).
სახმელეთო ჯარები 17,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 13 ათ. და სამხედრო-საზღვაო 7 ათ.
შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით და დაქირავებული პირებით.