მეწინავე რაზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მეწინავე რაზმი''' – გაძლიერებული სატანკო (ქვეითი, [[საზღვაო ქ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] | [[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბრძოლო წყობის ელემენტები]] | ||
13:26, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
მეწინავე რაზმი – გაძლიერებული სატანკო (ქვეითი, საზღვაო ქვეითი ჯარის) ქვედანაყოფი (ნაწილი), რომელიც ბრძოლის (ოპერაციის) დროს ამოცანების დამოუკიდებელი შესრულებისთვის გამოიყოფა; საბრძოლო წყობის ელემენტი.
მეწინავე რაზმის დანიშნულებაა:
- შეტევაში – უზრუნველყოს მთავარი ძალების ორგანიზებული ჩაბმა ბრძოლაში;
- სწრაფად შეაღწიოს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში;
- ხელში ჩაიგდოს მნიშვნელოვანი ზღუდეები და ობიექტები;
- გამოედევნოს მოწინააღმდეგეს, შეუჩერებლივ გადალახოს წყლისმიერი დაბრკოლებები და შეასრულოს სხვა ამოცანები;
- თავდაცვაში – იმოქმედოს უზრუნველყოფის ზოლში.
მეწინავე რაზმები შეიძლება წინ გაიგზავნოს მარშზე სავარაუდო ბრძოლაში ჩაბმის მოლოდინში (მეტადრე შემხვედრ ბრძოლაში). მეწინავე რაზმები საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ხშირად მთავარი ძალებისგან 15–20 კმ-ით დაწინაურდებიან.