იარაღი (იურიდიული)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:37, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით
იარაღი - მოქალაქეთა ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული იარაღის სხვადასხვა სახეობები. იყოფა სამსახურებრივად და სამოქალაქოდ.
სარჩევი |
[რედაქტირება] სამსახურებრივი იარაღი
სამსახურებრივი იარაღი (ჩვეულებრივ, ცეცხლსასროლი) განკუთვნილია ბუნებისა და მისი რესურსების, სახელმწიფო და კერძო საკუთრების, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
საბრძოლო იარაღისაგან განსხვავებით სამსახურებრივს აქვს შეზღუდვები სროლის სიშორის, დამაზიანებელი მოქმედების კალიბრის (არა უმეტეს 25 მმ) მიხედვით.
[რედაქტირება] სამოქალაქო იარაღი
სამოქალაქო იარაღი არის თვითდაცვის (აირის პისტოლეტები, რევოლვერები, მექანიკური საფრქვეველები და აეროზოლური მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია მცირე ხარისხის დაზიანების გამომწვევი ცრემლსადენი გამაღიზიანებელი ნივთიერებებით);
[რედაქტირება] სპორტული და სამონადირეო იარაღი
სპორტული და სამონადირეო, (კუთხვილიანი და გლუვლულიანი სასროლი, ცივი და სატყორცნი იარაღი) და საკოლექციო.
იარაღის შეძენის, ტარების შენახვისა და გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.