თელადუმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:თელისებრნი]] | [[კატეგორია:თელისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
11:25, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
თელადუმა – (Ulmus glabra Huds.); ოჯახი: თელისებრნი (Ulmaceae). 40-45 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა. ფოთლები მოკლეყუნწიანია, დიდი ზომის – 18 სმ-მდე სიგრძის, 10 სმ სიგანის, გრძლად წაწვეტებული, ფართო-ელიფსისებური ან უკუკვერცხისებური, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარგვერდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით, ძლიერ ხაოიანი, კიდეზე მრგვალკბილა-ხერხისებური. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება მთის შუა სარტყელში, ფართოფოთლოვან ტყეებში, ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე.