მშვიდობა
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[[საზავო ხელშეკრულება]] | [[საზავო ხელშეკრულება]] | ||
| − | |||
| ხაზი 23: | ხაზი 22: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მშვიდობა]] | [[კატეგორია:მშვიდობა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საერთაშორისო სამართლის ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:11, 12 ივნისი 2018 მდგომარეობით
მშვიდობა
1. ურთიერთობა ხალხებს, სახელმწიფოებს, სოციალურ ჯგუფებს შორის, რომელსაც არ ახასიათებს ომი, შეიარაღებული ბრძოლა. იგი ეფუძნება პოლიტიკას შეიარაღებული ძალადობის გარეშე. მტკიცე მშვიდობა გულისხმობს არა მარტო ომის არარსებობას (ასეთ მდგომარეობას ზოგჯერ "ნეგატიურ მშვიდობას” უწოდებენ), არამედ სახელმწიფოების, მსოფლიო პოლიტიკის სხვა სუბიექტების ფართოდ გავრცელებულ თანამშრომლობას. მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა დარგებში პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. XX საუკუნეში მის პრობლემები გამოიყო სოციალური ცოდნის დამოუკიდებელ დარგად – პაქსოლოგიად.
ბევრ ქვეყანაში სპეციალიზებული ინსტიტუტები გაერთიანდა მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ასოციაციად.
მშვიდობის არსებულ კონცეფციებში, როგორც წესი, განიხილება შემდეგი ძირითადი პრობლემები:
- მშვიდობის არსი;
- შესაძლო მშვიდობის სივრცული, გეოპოლიტიკური საზღვრები;
- მისი სოციალური და სამართლებრივი ბაზა;
- მშვიდობის უზრუნველყოფის გზები და საშუალებები და სხვა.
2. მეომარი ქვეყნების შეთანხმება ომის შეწყვეტის და მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის შესახებ.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე