თვითმფრინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:TviTmfrinavi.jpg|thumb|250პქ|სამგზავრო თვითმფრინავი]]
 
'''თვითმფრინავი''' -  (ძველი დასახელება აეროპლანი), ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ფრინავს წნევის შემქმნელი ძალური დანადგარისა და უძრავი ფრთების მეშვეობით.
 
'''თვითმფრინავი''' -  (ძველი დასახელება აეროპლანი), ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ფრინავს წნევის შემქმნელი ძალური დანადგარისა და უძრავი ფრთების მეშვეობით.
  

მიმდინარე ცვლილება 17:29, 14 ივნისი 2018 მდგომარეობით

სამგზავრო თვითმფრინავი

თვითმფრინავი - (ძველი დასახელება აეროპლანი), ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ფრინავს წნევის შემქმნელი ძალური დანადგარისა და უძრავი ფრთების მეშვეობით.

დიდი სიჩქარის, ტვირთამწეობისა და მოქმედების რადიუსის, ექსპლოატაციაში საიმედოობის და მაღალი მანევრულობის გამო თვითმფრინავი სხვა საფრენ აპარატებთან შედარებით ფართოდ გავრცელდა. მას იყენებენ მგზავრებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე სამხედრო და სპეციალური მიზნებისათვის.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებს; თვითმფრინავები არის ხრახნიანი და რეაქტიული; ბგერის სიჩქარემდელი, ზებგერითი და ჰიპერბგერითი; სახმელეთო ბაზირების, სახომალდე, ჰიდროთვითმფრინავები და თვითმფრინავი - ამფიბიები; ვერტიკალური, მოკლე და ჩვეულებრივი აფრენა - დაფრენის; მონოპლანები და ბიპლანები; ერთფიუზელაჟიანი, ორკოჭიანი და უფუზელაჟო („მფრინავი ფრთა“);

თვითმფრინავი შედგება პლანერისგან (ფიუზელაჟი, ფრთა და შასი), ძალური დანადგარისა და საბორტე მოწყობილობისაგან. საბრძოლო თვითმფრინავებს აქვთ საავიაციო შეიარაღება.

სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟში ერთი ან ორი პილოტის გარდა შეიძლება შედიოდეს შტურმანი, ბორტინჟინერი, ბორტრადისტი, მსროლელი და საბორტე მოწყობილობების ოპერატორები. ეკიპაჟის ყველაზე მეტი რაოდენობა სპეციალური რადიოელექტრონული მოწყობილობით აღჭურვილ თვითმფრინავს ჰყავს (მაგალითად, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავებს, 17 კაცამდე).


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები