ალჟირი
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
'''ფართობი''' - 2381,7 ათ. კმ<sup>2</sup>. მოსახლეობა 35,4 მლნ. კაცი (2012). | '''ფართობი''' - 2381,7 ათ. კმ<sup>2</sup>. მოსახლეობა 35,4 მლნ. კაცი (2012). | ||
| − | '''შემადგენლობა''' - ალჟირელი არაბები და ბერბერები. | + | '''შემადგენლობა''' - ალჟირელი [[არაბები]] და ბერბერები. |
'''ოფიციალური ენა''' - არაბული. | '''ოფიციალური ენა''' - არაბული. | ||
12:06, 29 მაისი 2019-ის ვერსია
ალჟირი - ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, (ფრანგული – Republique Algerienne Democratique et Populaire), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი - 2381,7 ათ. კმ2. მოსახლეობა 35,4 მლნ. კაცი (2012).
შემადგენლობა - ალჟირელი არაბები და ბერბერები.
ოფიციალური ენა - არაბული.
დედაქალაქი - ქ. ალჟირი.
ადმინისტრაციული დაყოფა -48 ვილაიეთი.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
ალჟირმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1962 წლის 5 ივლისს.
ალჟირი აგრარული ქვეყანაა, განვითარებული სამთო მოპოვებითი მრეწველობით (ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფერადი ლითონი და სხვა). სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნილების 1/3-ს.
ძირითადი საზღვაო პორტებია: არზვეი, ბეჯაია, სკიკდა, ალჟირი, ანაბა.
შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 147 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები – 127 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები – 14 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 6 ათ. სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება ხდება გაწვევით, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების – დაქირავებით. გასამხედროებული ფორმირებებია: ჟანდარმერია, ეროვნული (ნაციონალური) უსაფრთხოების ძალები, რესპუბლიკური გვარდია.
