გოლიათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:DaviTi da goliaTi.jpg|thumb|250პქ|ტიციანი, დავითი და გოლიათი]]
 
[[ფაილი:DaviTi da goliaTi.jpg|thumb|250პქ|ტიციანი, დავითი და გოლიათი]]
'''გოლიათი''' – უზარმაზარი ფილისტიმელი [[მეომარი]] [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] მიხედვით. გოლიათის დამარცხება მხოლოდ ახალგაზრდა [[დავითი|დავითმა]], ისრაელ-იუდეის მომავალმა მეფემ შესძლო [[შურდული|შურდულით]], შემდეგ კი თავი მოაჭრა. ორთაბრძოლაში გამარჯვებიდან დაიწყო ფილისტიმელების განდევნა [[ისრაელი|ისრაელიდან]].  
+
'''გოლიათი''' – უზარმაზარი ფილისტიმელი [[მეომარი]] [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] მიხედვით. გოლიათის დამარცხება მხოლოდ ახალგაზრდა [[დავით წინასწარმეტყველი|დავითმა]], ისრაელ-იუდეის მომავალმა მეფემ შესძლო [[შურდული|შურდულით]], შემდეგ კი თავი მოაჭრა. ორთაბრძოლაში გამარჯვებიდან დაიწყო ფილისტიმელების განდევნა [[ისრაელი|ისრაელიდან]].  
  
 
[[ბიბლია|ბიბლიური]] ტექსტების თანახმად გოლიათი არაჩვეულებრივი ძალის [[მეომარი]] იყო. იგი გამოირჩეოდა იშვიათი სიმაღლით. ის თითქმის სამი მეტრი სიმაღლისა გახლდათ. ფილისტიმელი გოლიათი ქალაქ გათის მაცხოვრებელი იყო.  
 
[[ბიბლია|ბიბლიური]] ტექსტების თანახმად გოლიათი არაჩვეულებრივი ძალის [[მეომარი]] იყო. იგი გამოირჩეოდა იშვიათი სიმაღლით. ის თითქმის სამი მეტრი სიმაღლისა გახლდათ. ფილისტიმელი გოლიათი ქალაქ გათის მაცხოვრებელი იყო.  

მიმდინარე ცვლილება 02:23, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

ტიციანი, დავითი და გოლიათი

გოლიათი – უზარმაზარი ფილისტიმელი მეომარი ძველი აღთქმის მიხედვით. გოლიათის დამარცხება მხოლოდ ახალგაზრდა დავითმა, ისრაელ-იუდეის მომავალმა მეფემ შესძლო შურდულით, შემდეგ კი თავი მოაჭრა. ორთაბრძოლაში გამარჯვებიდან დაიწყო ფილისტიმელების განდევნა ისრაელიდან.

ბიბლიური ტექსტების თანახმად გოლიათი არაჩვეულებრივი ძალის მეომარი იყო. იგი გამოირჩეოდა იშვიათი სიმაღლით. ის თითქმის სამი მეტრი სიმაღლისა გახლდათ. ფილისტიმელი გოლიათი ქალაქ გათის მაცხოვრებელი იყო.

ბრძოლის დროს გოლიათს ემოსა დაახლ. 57 კილოგრამი სიმძიმის აბჯარი, სამკლაურები, სამუხლეები და მუზარადი. ხელთ ეპყრო ბრინჯაოს დიდი ფარი და გრძელი და მძიმე შუბი, რომლის მხოლოდ წვეტი 7 კგ-მდე იწონიდა. როგორც სხვა ფილისტიმელი მეომრები, გოლიათიც ატარებდა მტკიცედ ნაჭედ, ბასრ მახვილს. ამ ცნობებს ბიბლიის ტექსტებში ვხვდებით.

დავითს გოლიათთან ბრძოლაში აბჯარი არ ემოსა და ხელთ მხოლოდ შურდული და ქვა ჰქონდა. ფილისტიმელმა შეურაცყოფად მიიღო მასთან შებმა, რადგან დავითი ძალიან ახალგაზრდა იყო. გოლიათის დამარცხების შემდეგ დავითმა მისივე მახვილით მოკვეთა თავი ფილისტიმელს. ეს ხმალი შემდეგ დავითსა გახდა და ჯერ ნომბეში, შემდეგ კი იერუსალიმში ინახებოდა.



[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები