მესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[ქრისტიანობის ლექსიკონი]] | |
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:იესო ქრისტე]] | [[კატეგორია:იესო ქრისტე]] | ||
22:40, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
მესია - (ეტიმ. ებრ. mashîah „ცხებული“, რაც ბერძნულად ითარგმნება, როგორც christós), ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს პირებს, რომლებმაც ცხება მიიღეს: მეფეებს, მღვდელმსახურებს, წინასწარმეტყველებს. შემდგომში ამ სიტყვით გამორჩეულად მოიხსენიება დავითის შთამომავალი, რომელმაც ისრაელის სამეფო უნდა აღადგინოს.
გამონაკლისის სახით მესიას უწოდებენ, აგრეთვე, სპარსეთის მეფე კიროსს, რადგანაც ის იაჰვეს ხელში ებრაელი ხალხის გათავისუფლების საშუალებად იქცა (ეს. 45:1).
ახალ აღთქმაში მესია ეწოდება იესოს, ვინც სწორედ ქრისტეს სახელითაა ცნობილი.