აგორაფობია
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის | + | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] |
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფობიები]] | [[კატეგორია:ფობიები]] |
13:58, 11 ივლისი 2018-ის ვერსია
აგორაფობია - (F40.0) [agoraphobia] ფობიების ჯგუფი, საკმაოდ მკაფიოდ შემოფარგლული. აერთიანებს სახლიდან გარეთ გასვლის, მაღაზიებში სიარულის, ადამიანთა თავყრილობებში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის, სხვადასხვა ტრანსპორტით (მატარებელი, ავტობუსი, თვითმფრინავი) მარტო მგზავრობის შიშებს.
უპირატესად დამახასიათებელი ნიშანია პანიკური შეტევები. ამასთან, ხშირად დამატებითი ნიშანია ობსესიური სიმპტომების თანაარსებობა, დეპრესიის სიმპტომები და სოციალური ფობია. ხშირად გამოხატულია ამრიდებლობა შფოთვის გამომწვევი სიტუაციების მიმართ.
აგორაფობიის მქონე ზოგი ავადმყოფი განიცდის უმნიშვნელო შფოთვას სწორედ იმის გამო, რომ თავი აარიდა ფობიურ სიტუაციას. აშლილობა 1872 წელს პირველად აღწერა Westphal-მა, როგორც გაშლილი სივრცის პათოლოგიური (ავადმყოფური) შიში.