იდეების ქარიშხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იდეათა ქარიშხალი“ გადაიტანა გვერდზე „იდეების ქარიშხალი“ გადა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იდეების ქარიშხალი“ გადაიტანა გვერდზე „ფუგა იდეების“) |
14:30, 6 აგვისტო 2018-ის ვერსია
იდეების ქარიშხალი - (flight of ideas), აზროვნების დაღვევის ფორმა, შეინიშნება მანიისა და ჰიპომანიის დროს და ხშირად სუბიექტურად აღიქმება, როგორც აზრთა მოზღვავება.
დამახასიათებელია აჩქარებული, შეუჩერებელი მეტყველება; მეტყველებაში კავშირები ადვილად მყარდება ან ირღვევა, ან მახინჯდება, შემთხვევითი ფაქტორებით ან ხილული მიზეზის გარეშე. გამოხატულია გაფანტულობა, მეტყველებაში ხშირია რითმები და კალამბურები. აშლილობა შესაძლოა იმდენად გამოხატული იყოს, რომ დაუკავშირებელ, უაზრო მეტყველებამდე მივიდეს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა აზრების გამოხატვის უნარი დაარღვიოს.
სინონიმი
fuga idearum