ალკოჰოლური გასტრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაცია]] | [[კატეგორია:ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაცია]] | ||
| + | [[კატეგორია:გასტრიტი]] | ||
14:29, 17 აგვისტო 2018-ის ვერსია
ალკოჰოლური გასტრიტი - (K29.2), (alcoholic gastritis) – კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული ალკოჰოლით. როგორც წესი, ვითარდება ალკოჰოლური ექსცესების (ლოთობა, გადაბმული (დიფსომანიური სმა) შემდეგ და ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ზოგჯერ – სისხლდენით. აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭიდან.
ალკოჰოლურ გასტრიტს, ჩვეულებრივ, თან ახლავს ეზოფაგიტი. უმეტესად, აღნიშნულ პათოლოგიას არ გააჩნია გართულებები და განიცდის უკუგანვითარებას ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტისას.