ელექტროლიტური ცვლის დარღვევა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
| − | |||
15:26, 21 აგვისტო 2018-ის ვერსია
ელექტროლიტური ცვლის დარღვევა - (electrolyte disturbances), ერთი ან რამდენიმე სისხლის იონის (მაგ.: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ბიკარბონატი) კონცენტრაციის დარღვევა; ჩვეულებრივ, მეორადია მისი გამომწვევი დაავადების მიმართ თავის მხრივ, ელექტროლიტური ცელის დარღვევა გარკვეული სიმპტომებით წარმოჩინდება. მაგ.: ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას (ჰიპონატრიემიას) თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, აბდომინალური ტკივილები, სისუსტე, თავბრუსხვევა, აპათია და, შორსწასულ შემთხვევაში – კომა;
კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითებამ (ჰიპოკალიუმიას) შეიძლება გამოიწვიოს შეკავება (ლეთარგია), ანორექსია, შფოთვა, დეპრესია, კუნთოვანი სისუსტე და ცვლილებები ეკგ-ზე; ჰიპოკალციემიამ შეიძლება გამიოწვოის დეპრესია, კუნთოვანი კრთომები; ჰიპერკალციემიაც იწვევს დეპრესიას, მაგრამ თუ მძიმეა და ხანგრძლივი, შეიძლება გახდეს ფსიქოზური ან დემენციის მსგავსი სიმპტომების აღმოცენების მიზეზი.