A ტიპის ქცევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „A ტიპის ქცევა“ გადაიტანა გვერდზე „ქცევა A ტიპის“) |
11:36, 19 სექტემბერი 2018-ის ვერსია
A ტიპის ქცევა - (type A behaviour) - ქცევის ფორმას, რომელსაც ახასიათებს გაბოროტება, მოუთმენლობა, გამღიზიანებლობა, აგზნებადობა, გადაუდებლობის გრძნობა, შეჯიბრების განცდა, მტრული გრძნობისა და აგრესიის სუსტი გამოხატულება, სახის და/ან სხვა ჯგუფის კუნთების დაძაბულობა; ზოგიერთ კულტურაში შესაძლოა ჰქონდეს გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი.
A ტიპის ქცევა როგორც მიღებულია, დაკავშირებულია გულის იშემიური დაავადების განვითარების აწეულ რისკთან. ასეთი ცხოვრების სტილის მქონე პიროვნებები გამოირჩევიან ენერგიულობითა და „მიწოლით“, შეჯიბრებითობის მაღალი დონით – როგორც სამუშაოს შესრულებისას, ასევე დასვენებისას, ხოლო დაბრკოლების დროს – აშკარა არაკეთილგანწყობით, რომელიც მათ ხელს უშლის აღნიშნული დროისათვის დასახული ამოცანების შესრულებაში.