ტყავ-კაბა
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Tyavkaba.jpg|thumb|300პქ|ტყავ–კაბა]] | [[ფაილი:Tyavkaba.jpg|thumb|300პქ|ტყავ–კაბა]] | ||
− | '''ტყავ-კაბა''' - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი. ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო. ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა. | + | '''ტყავ-კაბა''' - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი. |
+ | |||
+ | ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო. | ||
+ | |||
+ | ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა. | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == |
14:33, 27 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ტყავ-კაბა - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი.
ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო.
ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა.
ლიტერატურა
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.