ბორხვარალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბორხვარალი“ გადაიტანა გვერდზე „ბურხორი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბურხორი“ გადაიტანა გვერდზე „ბორხვარალი“ გადამისამართებაზე) |
17:39, 24 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ბორხვარალ-ი || ბურხორალ-ი / ბურხორ-ი (ოს. Борхуарали || Бурхорали / Бурхор – „მარცვლოვანთა პატრონი“) — პურეული მარცვლოვანების მფარველი ანთროპომორფული ღვთაება, მოსავლის ღმერთის („ხორალდარი“) ვაჟი. ნართული ეპოსის მიხედვით, ზოგჯერ გაიგივებულია მამასთან. მამაშვილი მეგობრობს ადამიანებთან და ხშირად შველის მათ ხვნა-თესვაში. ოს მიწათმოქმედებს სწამდათ, რომ საველე სამუშაოებში ღვთაებათა მონაწილეობა უხვი მოსავლის გარანტია იყო.
ლიტერატურა
Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976.