გამიწრივლებული კურდღელა
(ახალი გვერდი: '''გამიწრივლებული კურდღელა''' – სიკვდილის შემდეგ ავსულად, ეშმ...) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
რეალურად არსებული ადამიანი – ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. | რეალურად არსებული ადამიანი – ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. | ||
| − | გადმოცემის თანახმად, სოფ. უკანხადუში ცხოვრობდა ვინმე კურდღელა, რომელსაც სოფლის განაპირას ციხე-სახლი ჰქონია; სიცოცხლეშივე გრძნეულს, შურიანსა და ბოროტს, სიკვდილის შემდეგ კი ავსულად ქცეულს, კაცთა ვნება დაუწყია: მის ნასახლართან გავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგიერთი ბავშვი კვდებოდა კიდეც. მკითხავებმა „გამოარკვიეს“, რომ კურდღელა გამიწრივლდა და შესაწირს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს დაამიზეზებდა. ამის შემდეგ, კურდღელას ნასახლარ-ნაციხარი საკულტო ადგილად იქცა; ხარის გარდა, ყოველგვარ საკლავს (ცხვარს, თხას, ძროხას და სხვ.) სწირავდნენ და იმისთვის ლოცულობდნენ, რომ არაფერი ევნო. | + | გადმოცემის თანახმად, სოფ. უკანხადუში ცხოვრობდა ვინმე კურდღელა, რომელსაც სოფლის განაპირას ციხე-სახლი ჰქონია; სიცოცხლეშივე გრძნეულს, შურიანსა და ბოროტს, სიკვდილის შემდეგ კი ავსულად ქცეულს, კაცთა [[ვნება]] დაუწყია: მის ნასახლართან გავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგიერთი ბავშვი კვდებოდა კიდეც. მკითხავებმა „გამოარკვიეს“, რომ კურდღელა გამიწრივლდა და შესაწირს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს დაამიზეზებდა. ამის შემდეგ, კურდღელას ნასახლარ-ნაციხარი საკულტო ადგილად იქცა; ხარის გარდა, ყოველგვარ საკლავს (ცხვარს, თხას, ძროხას და სხვ.) სწირავდნენ და იმისთვის ლოცულობდნენ, რომ არაფერი ევნო. |
მიმდინარე ცვლილება 12:32, 14 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
გამიწრივლებული კურდღელა – სიკვდილის შემდეგ ავსულად, ეშმაკად, მიწრიელად („გამიწრივლება“) ქცეული კურდღელა – რეალურად არსებული ადამიანი – ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით.
გადმოცემის თანახმად, სოფ. უკანხადუში ცხოვრობდა ვინმე კურდღელა, რომელსაც სოფლის განაპირას ციხე-სახლი ჰქონია; სიცოცხლეშივე გრძნეულს, შურიანსა და ბოროტს, სიკვდილის შემდეგ კი ავსულად ქცეულს, კაცთა ვნება დაუწყია: მის ნასახლართან გავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგიერთი ბავშვი კვდებოდა კიდეც. მკითხავებმა „გამოარკვიეს“, რომ კურდღელა გამიწრივლდა და შესაწირს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს დაამიზეზებდა. ამის შემდეგ, კურდღელას ნასახლარ-ნაციხარი საკულტო ადგილად იქცა; ხარის გარდა, ყოველგვარ საკლავს (ცხვარს, თხას, ძროხას და სხვ.) სწირავდნენ და იმისთვის ლოცულობდნენ, რომ არაფერი ევნო.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ალ. ოჩიაური. ზოგიერთ ხთიშვილთა და დევ-კერპთა ამბები. 1949, რვ. № 1, გვ. 12 (ხელნაწერი ინახება ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში);
- თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967, გვ. 19.