შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტის ინტერვიუირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტის ინტერვიუირება''' -შეზ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:დიაგნოსტიკა]]
 
[[კატეგორია:დიაგნოსტიკა]]
[[კატეგორია:გამოკვლევები]]
+
[[კატეგორია:სამედიცინო გამოკვლევები]]

მიმდინარე ცვლილება 16:08, 4 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტის ინტერვიუირება -შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტების (ანუ დასწავლის დარღვევის მქონე პაციენტების) ინტრევიუირების პროცედურები ნორმალური ინტელექტის მქონე პაციენტების ინტრევიუირების პროცედურების მსგავსია, მაგრამ გარკვეულ მომენტებს მაინც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. კითხვები უნდა იყოს მოკლე და მარტივი. არ უნდა გამოვიყენოთ მეტაფორული გამოთქმები. შესაძლოა, დახურულ კითხვებს გვერდი ვერ ავუაროთ, მაგრამ მათი გამოყენების შემთხვევაში პასუხები უნდა გადამოწმდეს. თუ კითხვაზე - „თქვენ ნაღვლიანი ხართ?” პასუხია - „დიახ”, კითხვაზე - „თქვენ კარგად გრძნობთ თავს?”, პასუხი იგივე არ უნდა იყოს. ზოგიერთი პაციენტი იმეორებს ინტერვიუერის ბოლო სიტყვას. ასეთი პასუხი არ შეიძლება გადამოწმების გარეშე დასტურად ჩავთვალოთ.

დასწავლის დარღვევის მქონე ადამიანებმა შეიძლება ვერ მიუთითონ სიმპტომის აღმოცენების დრო ან ვერ მოახერხონ იმის აღწერა, თუ რა თანმიმდევრობით გამოვლინდა სიმპტომები. და მაინც, ინტერვიუერისთვის მნიშვნელოვანია ყველა ამ სახის ინფორმაციის მოპოვება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ აღწერს პაციენტი სიმპტომებს და იმაზეც, თუ რა აწუხებს მას.


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები