თებჟორიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თებჟორიკა''' ''(თუშ.)'' – დემონი, ადამიანთათვის ნაკლებ საშიში ...)
 
(წყარო)
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:სულები]]
 
[[კატეგორია:სულები]]
 
[[კატეგორია:ავი სულები]]
 
[[კატეგორია:ავი სულები]]
[[[[კატეგორია:დემონები]]
+
[[კატეგორია:დემონები]]

16:29, 14 იანვარი 2020-ის ვერსია

თებჟორიკა (თუშ.)დემონი, ადამიანთათვის ნაკლებ საშიში და ნაკლებ მავნებელი მდედრობითი სქესის ავსული თუშების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. თუ ვინმემ მისი დაჭერა მოახერხა, მსახურად დაიყენებს; ადამიანს არაფერს ავნებს, ოღონდ მძინარს, დღისით თუ ღამით, დააწვება, პირს პირზე დაადებს, ხელს – ხელზე, ყოველმხრივ მოერგება კაცს და სულს უხუთავს; კი არ კლავს, აწვალებს; თუ ამ მომენტში მარცხენა ხელს ისე მომუჭავ, რომ ცერა თითს მჯიღში მაგრად მოიქცევ, თებჟორიკას ცერათი დაიჭერ; იგი გასხლტომას ეცდება, ხან კატად გადაიქცევა ხელში, ხან ძაღლად, ხანაც გველად, მაგრამ არ უნდა შეშინდე და დაგნებდება, თავის სახეს მიიღებს; დატყვევებულ თებჟორიკას მარცხენა ხელის ნეკზე ფრჩხილს თუ მოაჭრი და ხანჯლის ქარქაშში ჩადებ, იგი შენია (ხანჯლის ეშინია და ქარქაშიდან ვერ ამოიღებს), ვერსად წაგივა. ასეთი თებჟორიკა საოცრად მორჩილია, დამჯერი და ყოჩაღი, ყველაფერს აკეთებს, ოღონდ უკუღმა უნდა ელაპარაკო, ვთქვათ, თუ ცეცხლის დანთება გინდა, უნდა უთხრა: „ცეცხლი ჩააქრე“, წყლის მოტანის ნაცვლად – „წყალი არ მოიტანო" და ა. შ. თებჟორიკა უვლის საქონელსა და ბავშვებს, მკის ყანას, უზარმაზარი ლოდებისაგან აშენებს ციხეებს და სხვ. არის გულთმისანი, შეუძლია სხვისი ნაფიქრი გამოიცნოს. ყვებიან, რომ შენაქოელ ჭვრიტიანებს თებჟორიკა დაჭერილი ჰყოლიათ; ომალოში კაცი მომკვდარა და ქალებს იგიც წაუყვანიათ: ზის მოტირალ დიაცებში თებჟორიკა და ხმას არ იღებს, მაგრამ უცებ გადაიხარხარა თურმე; ქალებს მუჯლუგუნი უკვრიათ და გაუჩუმებიათ, მერე უკანა გზაზე უკითხავთ, რა გაცინებდაო, უპასუხნია: როგორ არ გავიცინებდი, ერთმა კოჭლმა კაცმა გამოიარა და მკვდრის ცოლმა გაიფიქრა, ნეტა, ასეთი კაცი მაინც არ წამიყვანსო.

თებჟორიკა დიდხანს ჰყოლიათ ტყვედ ჭვრიტიანებს; ერთხელაც, შინ რომ არ ყოფილან, თებჟორიკას ბავშვი შეუგულიანებია და მას ქარქაშიდან ხმალი ამოუღია; ამ დროს ფრჩხილი ამოვარდნილა, უტაცნია ხელი თებჟორიკას და გაქცეულა, წასვლისას ჭვრიტიანები დაუწყევლია: „სახელიან კაციმც ნუ დაგელევათად უსახელო ქალივ“. მართლაც, ჭვრიტიანების გვარს სახელოვანი კაცები არ დაკლებიათ, მაგრამ ქალების სახელით თავს ვეღარ იწონებდნენ.


ლიტერატურა

  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 75-76;
  • ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთაინეთში. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998, გვ. 45, 46.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები