კაჟიანი თოფი
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | + | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]][[კატეგორია:ცეცხლსასროლი იარაღები]] |
| − | + | ||
| − | [[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]] | + | |
11:52, 18 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
თოფი კაჟიანი - ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა, რომელიც წარმოიშვა XVI ს-ის დასაწყისში თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის პარალელურად. კაჟიანი ჩახმახები, უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე გორგოლაჭიანი, მასში ნაპერწკლის მიღება ხდებოდა კაჟის კვესზე (ფოლადის ფირფიტა) დაცემის შედეგად. კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქციული სქემა იმდენად მარტივი იყო, რომ იგი ყველანაირი ცვლილების გარეშე მიიღეს მთელ მსოფლიოში. ისინი საუკუნეთა მანძილზე დარჩა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში.
კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქცია მეიარაღეებს საშუალებას აძლევდა სწრაფსროლა გაეუმჯობესებინათ, ამ პერიოდიდან ჩნდება ორლულიანი და ორჩახმახიანი, ერთლულიანი და ორჩახმახიანი, ოთხლულიანი და ერთჩახმახიანი ცეცხლსასროლი იარაღები.
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება კაჟიანი თოფების მოგვიანო პერიოდს ემთხვევა (XVII-XVIII). თავდაპირველად ქართული, უფრო ზუსტად კავკასიური ტიპის თოფის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ადგილობრივი წარმოების პირვანდელი ნიმუშები ძალზედ წააგავდა თურქულ თოფებს, ხოლო შემდგომ, XVIII ს-ის ბოლოდან, დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კავკასიური ტიპი კაჟიანი ცეცხლსასროლი იარაღისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რუსეთში, აგრეთვე მახლობელ აღმოსავლეთშიც.
ლიტერატურა
მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), მ. ქაფიანიძე, სამაგისტრო ნაშრომი, 2000. А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. მ.ქ.