სადგინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცხენთრბევა“ გადაიტანა გვერდზე „სადგინი“ გადამისამართებაზე)
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის]]
 
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის]]
 +
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები თუშეთში]]

მიმდინარე ცვლილება 15:13, 30 მაისი 2019 მდგომარეობით

სადგინი / ცხენთრბევა – მიცვალებული მამაკაცის (იშვიათად ქალის) წლისთავზე გამართული დოღი თუშეთში. დოღში ოცი-ოცდახუთი მხედარი მონაწილეობდა. ჭირისპატრონის სახლში შესრულებული დალაობის („დალაჲ“) შემდეგ, მოდალავეები, რომელთაგან მთავარი მოდალავე „სულის ცხენზე“ იჯდა, მკვდრის დედისძმასთან მიდიოდნენ. დალაობით მიმავალ მხედრიონში ერთი მეალმე – ალმის წამღები – იყო, ერთიც – მეალუდე, რომელსაც ხურჯინის თვლებში ალუდიანი ტიკები, ერთი პური და ერთი სანთელი ელაგა (ამ უკანსკნელს დედისძმასთან დაგებულ სუფრაზე დებდნენ). აქ ისინი კვლავ იდალავებდნენ, რის შემდეგაც სტუმრებს შინ შეიწვევდნენ და ცდილობდნენ დაუთრობელი არავინ გაეშვათ. დედისძმათაგან მეალმე და მეალუდე ადრევე წამოვიდოდნენ და ალამს საალმეში – ცხენთა სრბოლის მანძილის ბოლოში ჩაარჭობდნენ. დედისძმისას მყოფი მხედრები ცხენებს აღვირის მარჯვენა მხარეს, ყურთან თეთრ ნაჭერს შეაბამდნენ (ნიშნად მათი დედისძმასთან ნამყოფობისა). ამ ნიშნის გარეშე ცხენი დოღში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. აქედან მხედრები გასწევდნენ ცხენთარბევის ადგილისკენ, სადაც მათ ათი-თორმეტი წლის ბიჭები დახვდებოდნენ და სადოღე ცხენებზე შესხდებოდნენ. ყველა მხედარს ევალებოდა ალამთან ცხენდაცხენ მისულიყო, მათრახით შეხებოდა და ლუდით მიცვალებულის შესანდობარი ეთქვა. პირველი მისული გამარჯვებულად ითვლებოდა და ალამიც ჭირისუფლის სახლში მას მოჰქონდა. დოღში მონაწილეებს ჭირისუფალი საჩუქრებს გადასცემდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 118-124.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები