ალოშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მაჩიტასებრნი]] | [[კატეგორია:მაჩიტასებრნი]] | ||
+ | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] |
12:32, 27 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ალოშა - (Campanula latifolia L.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 120 სმ-მდე, ღერო სწორი, მარტივი, შიშველი ან შებუსული. ღერო წვერამდეა შეფოთლილი. ფოთლები კვერცხისებური ფორმისაა, 15 სმ-მდე სიგრძისა და 7 სმ-მდე სიგანის. ყვავილები ფოთლების იღლიებშია სათითაოდ ზემოთ აღმართული. ყვავილედი მტევნისებურია. გვირგვინი დიდია და ფართო, ზარისებური, ლურჯი-იისფერი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ტყის ველობებზე, მთის შუა და სუბალპურ სარტყლებში. კახეთში საკმაოდ იშვიათი მცენარეა, მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ გომბორის მიდამოებსა და სტორის ხეობაში.