კავკასიური აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
[[კატეგორია:მცენარეები]]
+
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:აკაკისებრნი]]
 
[[კატეგორია:აკაკისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 16:25, 30 სექტემბერი 2019 მდგომარეობით

კავკასიური აკაკი

კავკასიური აკაკი - (Celtis caucasica Willd = Celtis australis subsp. Caucasica [Willd.] C.C. Towns.); ოჯახი: აკაკისებრნი (Celtidaceae). 10 მ-მდე სიმაღლის ხეა, იშვიათად – ბუჩქი. ფოთლები 3-10 სმ სიგრძისაა და 1.5-5 სმ სიგანის, მოყვანილობით კვერცხისებური ან მოგრძო-რომბულია, ტყავისებური. წვერი მოკლედ წაწვეტებული, ზემოდან ხაოიანი და უფრო მუქი, ქვედა მხარეზე მოყვითალო ელფერის, მეტ-ნაკლებად შებუსული, კიდეებზე მრგვალხერხკბილა. ნაყოფი სფეროსებურია, მოწითალო ყვითელი. ყვ. III-IV; ნაყ. IX-X. კახეთის რეგიონში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, განსაკუთრებით – მთისწინეთისა და დაბლობის ტყეების ზონაში. გვხვდება ქვიან და კლდოვან ადგილებზე, ასევე ხშირია ძველი სასაფლაოებისა და ეკლესიების მიდამოებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში, სოფელ კურდღელაურის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.



[რედაქტირება] წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები