მელიქაური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:მაჯაღვერასებრნი]] | [[კატეგორია:მაჯაღვერასებრნი]] | ||
16:24, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
მელიქაური - (Daphne pontica L.); ოჯახი: მაჯაღვერასებრნი (Thymelaeaceae). 1 მ-მდე სიმაღლის, შიშველი სწორად მდგომი ბუჩქია, წვერი შეფოთლილი. ფოთლები ტყავისებურია, დიდი ზომის, 5-6 სმ სიგრძისა და 1.5-3 სმ სიგანის, ფორმით უკუკვერცხისებურ-ლანცეტა, მჯდომარე. ყვავილები იღლიურია 2-2 ან 3-3 ერთად. ყვავილსაფრის ნაკვთები სქელია, ლანცეტა ფორმისა და მოყვითალო-მომწვანო ფერის. ყვ. ნაყ. IV-VIII. მცენარე იზრდება ტყეებსა და სუბაპლურ ბუჩქნარებში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შალაურის მიდამოებში, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული, უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში.