სელიჭა (Linaria simplex Desf)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | |
| + | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:შავწამალასებრნი]] | [[კატეგორია:შავწამალასებრნი]] | ||
16:43, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
სელიჭა – (Linaria simplex Desf); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 10-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, წვრილი ღეროთი, სწორი, მარტივი ან დატოტვილი. ყვავილედი თავაკია. ყვავილის ყუნწი და ჯამი შებუსულია. გვირგვინი პატარაა, ყვითელი ფერის. ზედა ტუჩი ოდნავ შესამჩნევ მკრთალისფერზოლებიანი. დეზი მოხრილია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მშრალ ფერდობებზე, ნათესებში, სტეპებში. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.