ჯადვარი
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | + | [[კატეგორია:მრავალწლოვანი მცენარეები]] | |
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
16:55, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ჯადვარი – (Orchis purpurea subsp. Caucasica [Regel] B. Baumann & al.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ფოთლები ღეროს ძირთანაა თავმოყრილი, 3-6 ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, ბლაგვი; მათ ზემოთ ვაგინაა, რომელიც ფოთლის მსგავსია, გრძელი და წაწვეტებული. ყვავილედი გრძელია, ხშირ და მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ხასიათდება მუქი მეწამული ფერის წინწკლებით, რომელიც ვარდისფერ ფონზეა მოფენილი; ზოგჯერ ეს წინწკლები ერთმანეთს უერთდება და მთლიან ლაქადაა წარმოდგენილი. ტუჩი მოთეთროა ან ვარდისფერი, მუქი მეწამული ფერის წინწკლებით მოფენილი. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფ. შაქრიანის, ქალაქ თელავისა და სოფ. ქვემო ალვანის მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.