ფოლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:გოქშოსებრნი]] | [[კატეგორია:გოქშოსებრნი]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
11:43, 24 მაისი 2019-ის ვერსია
ფოლიო - ოჯახი: გოქშოსებრნი (Dipsacaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან შებუსული. სიმაღლე – 20-60 სმ. სწორი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი ფესვთანური ფოთლები წაგრძელებულია, ლანცეტა, მთლიანი, იშვიათად – ფრთისებურად დანაკვთული. ღეროსეული ფოთლებიც ფრთისებურად არის დანაკვთული; კენწრული სეგმენტი ვიწრო-ლანცეტაა, გვერდითები კი – ხაზური. თავაკი თითის ზომისაა. გვირგვინის ფურცლები კაშკაშა ლურჯია. ყვ. ნაყ. VII-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება მდელოებზე, ეტანება მშრალ ადგილებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონისა და თუშეთის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. გავრცელებულია მთელ მაღალმთიან საქართველოში.