ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია''' - დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 [[სახელმწიფო]] [[აშშ]]-ის ჩათვლით. | + | '''ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია''' - დასავლეთ ნახევარსფეროს [[სახელმწიფო|სახელმწიფოთა]] სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 [[სახელმწიფო]] [[აშშ]]-ის ჩათვლით. |
==== საწესდებო მიზნები ==== | ==== საწესდებო მიზნები ==== | ||
მიმდინარე ცვლილება 11:39, 11 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია - დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 სახელმწიფო აშშ-ის ჩათვლით.
[რედაქტირება] საწესდებო მიზნები
საწესდებო მიზნებია:
- რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება;
- წევრ ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა;
- აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება;
- პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა;
- სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
[რედაქტირება] უმაღლესი ორგანო
უმაღლესი ორგანო – ყოველწლიური გენერალური ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის საერთო პოლიტიკას განსაზღვრავს. პერიოდულად ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირები. მასთან მოქმედებს თავდაცვის კომიტეტი, რომელშიც შედიან უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები. მუდმივმოქმედი ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო – გენერალური სამდივნო. ძირითადი ორგანოების ადგილსამყოფელი -ვაშინგტონი.