ნარცისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნარცისი“ გადაიტანა გვერდზე „ნარკისოსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნარკისოსი“ გადაიტანა გვერდზე „ნარცისი“ გადამისამართებაზე) |
15:09, 4 დეკემბერი 2018-ის ვერსია
ნარცისი (ნარკისოსი) – (ბერძნ.) მშვენიერი ჭაბუკი. ზღვის ღმერთის, კეფისოსის და ნაიადა ლირიოპეს ვაჟი.
ნარკისოსმა თავისი გამოსახულება იხილა წყალში, შეიყვარა და ამ სიყვარულით დალია სული. ღმერთებმა იგი ყვავილად გარდასახეს და ამ მშვენიერ
ყვავილს მისი სახელი უწოდეს (ექო). ნარკისოსის მითოსზეა შექმნილი კალდერონის დრამები, გლუკისა და სკარლატის ოპერები და სხვა.
გადატანითი მნიშვნელობით ნარკისოსს (ნარცისს)
უწოდებენ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს.