ანტიდოსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
[[კატეგორია:ძველბერძნული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:ბერძნული ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 12:29, 29 მაისი 2019 მდგომარეობით

ანტიდოსისი - (άντίδοις), სიტყვასიტყვით „სანაცვლოდ მიცემა“. ძველ საბერძნეთში პირს, რომელსაც ევალებოდა ლიტურგიის ჩატარება, შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ვალდებულება, თუკი იგი დაასახელებდა ამ საქმის შესასრულებლად უფრო მდიდარსა და უფრო კვალიფიცირებულ მოქალაქეს. თუ დასახელებული პირი დაეთანხმებოდა დამსახელებელს, რომ იგი მართლაც უფრო მდიდარი იყო, მაშინ მას უნდა აღესრულებინა ლიტურგია. თუკი იგი განაცხადებდა, რომ დამსახელებელზე ღარიბი იყო, მაშინ ამ უკანასკნელს თავისი განაცხადის გამოსაცდელად შეეძლო მათი ქონების ერთმანეთში გაცვლა მოეთხოვა. ამ შემთხვევაში თავად განაცხადის წარმომდგენს უნდა აღესრულებინა ლიტურგია, როგორც უფრო დიდი ქონების ახალ მესაკუთრეს. გაცვლის ეს პროცესი იწოდებოდა ანტიდოსისად. დემოკრატიული თვალთახედვიდან ამ სისტემის სარგებლიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი აქეზებდა მდიდრებს ერთმანეთის მიმართ ყოფილიყვნენ ეჭვიანნი, ნაცვლად იმისა, რომ მათ მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარემართათ.


[რედაქტირება] წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები