ავრგ მოგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ავრგ მოგა''' ''(ყალ. Аврг Могά)'' – ყალმუხური მითოლოგიური პერსონაჟი – გიგანტური გველი – მსოფლიო გველის მოდიფიკაცია; წევს მსოფლიო ოკეანეში მდგარი ხის – | + | '''ავრგ მოგა''' ''(ყალ. Аврг Могά)'' – ყალმუხური მითოლოგიური პერსონაჟი – გიგანტური გველი – მსოფლიო გველის მოდიფიკაცია; წევს მსოფლიო ოკეანეში მდგარი ხის – ზამბუს – გარშემო და იჭერს ხიდან ჩამოცვენილ ნაყოფსა და ფოთლებს. ზოგიერთი [[მითი]]ს თანახმად დამწყვდეულია მიწისქვეშა სიმაგრეში; რიგი თქმულებით, იტაცებს ადამიანებსა და საქონელს. ზღაპრულ სიუჟეტებში წარმოდგენილია ურჩხულის სახით: ბავშვობაში გმირს ემუქრება, თავს ესხმის უზარმაზარი ფრინველის – ხანგარიდის (გარუდას) – ბუდეს, მაგრამ იქ მსხდომ ბარტყებს გმირი შველის. წყლისქვეშა გველი ისეთი კოსმიური გიგანტების ჯგუფში შედის, როგორებიც არიან კუ, რომელსაც დედამიწა უჭირავს, და მსოფლიო თევზი. |
21:22, 11 აპრილი 2021-ის ვერსია
ავრგ მოგა (ყალ. Аврг Могά) – ყალმუხური მითოლოგიური პერსონაჟი – გიგანტური გველი – მსოფლიო გველის მოდიფიკაცია; წევს მსოფლიო ოკეანეში მდგარი ხის – ზამბუს – გარშემო და იჭერს ხიდან ჩამოცვენილ ნაყოფსა და ფოთლებს. ზოგიერთი მითის თანახმად დამწყვდეულია მიწისქვეშა სიმაგრეში; რიგი თქმულებით, იტაცებს ადამიანებსა და საქონელს. ზღაპრულ სიუჟეტებში წარმოდგენილია ურჩხულის სახით: ბავშვობაში გმირს ემუქრება, თავს ესხმის უზარმაზარი ფრინველის – ხანგარიდის (გარუდას) – ბუდეს, მაგრამ იქ მსხდომ ბარტყებს გმირი შველის. წყლისქვეშა გველი ისეთი კოსმიური გიგანტების ჯგუფში შედის, როგორებიც არიან კუ, რომელსაც დედამიწა უჭირავს, და მსოფლიო თევზი.
ლიტერატურა
- Калмыцкие народные сказки. Элиста, 1961;
- Эрдниев У. Э. Калмыки (конец XIX – начало XX вв.). Историко-этнографические очерки. Элиста, 1970;
- Душан У. Обычаи и обряды дореволюционной Калмыкии // Этнографический сборник, т. I. Элиста, 1976.