ეშაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ეშაფ-ი''' (''ვაინ. Ешап'') – ვაინახური ფოლკლორის დემონური...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეშაფ-ი''' (''ვაინ. Ешап'') – ვაინახური ფოლკლორის [[დემონი|დემონური]] პერსონაჟი – [[ადამიანი|ადამიანთა]] მიმართ მტრულად განწყობილი ანთროპომორფული არსება. ზღაპრებში იგი დედაბრის სახით გვხვდება; ცხოვრობს ტყეში მდგარ ქოხში და ადამიანებს, უპირატესად ბავშვებს, ჭამს ან სისხლს სწოვს (ჭამის წინ კბილებს ილესავას). ზოგიერთი ცნობით, ჰყავს ქალიშვილები, რომლებსაც შეცდომით ფატრავს და ხარშავს. ნართ-ორსთხოულ თქმულებათა ეშაფი [[საიქიო]]ს დარაჯია. იგი საიქიოში შესასვლელ სპილენძის კარიბჭესთან ზის და იქ მხოლოდ მიცვალებულებს
+
'''ეშაფ-ი''' (''ვაინ. Ешап'') – ვაინახური ფოლკლორის [[დემონი|დემონური]] პერსონაჟი – [[ადამიანი|ადამიანთა]] მიმართ მტრულად განწყობილი ანთროპომორფული არსება. ზღაპრებში იგი დედაბრის სახით გვხვდება; ცხოვრობს ტყეში მდგარ [[ქოხი|ქოხში]] და ადამიანებს, უპირატესად ბავშვებს, ჭამს ან სისხლს სწოვს (ჭამის წინ კბილებს ილესავას). ზოგიერთი ცნობით, ჰყავს ქალიშვილები, რომლებსაც შეცდომით ფატრავს და ხარშავს. ნართ-ორსთხოულ თქმულებათა ეშაფი [[საიქიო]]ს დარაჯია. იგი საიქიოში შესასვლელ სპილენძის კარიბჭესთან ზის და იქ მხოლოდ მიცვალებულებს უშვებს. მკვდართა საუფლოს დარაჯი დიდი ზომის ცხრათვალა, ცხრა ხელფეხა, ეშვებიანი არსებაა, რომლის სხეული გრძელი და ხშირი ბალნით არის დაფარული; ბალანი ტილებით აქვს სავსე და ტანს განუწყვეტლივ იფხანს. იციან რა ჲეშაფის ქალური პატივმოყვარეობის თაობაზე, ეპოსის გმირები (სესქა-სოლსა და [[ბიათარი|ბჲათარი]]) მას, ქრთამის სახით, ორი [[წყრთა|წყრთის]] ტოლა [[სავარცხელა|სავარცხელს]] აძლევენ და ასე ახერხებენ საიქიოში შესვლასა და იქედან გამოსვლას. ეშაფი ფლობს წყლის [[წისქვილი|წისქვილს]], ნემსს, [[მაკრატელი|მაკრატელს]], სათითეს და მარცვლეულის თესლს. მას ექვემდებარება მიწისქვეშა სიმდიდრე, წმინდა წყალი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს.
უშვებს. მკვდართა საუფლოს დარაჯი დიდი ზომის ცხრათვალა, ცხრა ხელფეხა, ეშვებიანი არსებაა, რომლის სხეული გრძელი და ხშირი ბალნით არის დაფარული; ბალანი ტილებით აქვს სავსე და ტანს განუწყვეტლივ იფხანს. იციან რა ჲეშაფის ქალური პატივმოყვარეობის თაობაზე, ეპოსის გმირები (სესქა-სოლსა და [[ბიათარი|ბჲათარი]]) მას, ქრთამის სახით, ორი [[წყრთა|წყრთის]] ტოლა [[სავარცხელა|სავარცხელს]] აძლევენ და ასე ახერხებენ საიქიოში შესვლასა და იქედან გამოსვლას. ეშაფი ფლობს წყლის [[წისქვილი|წისქვილს]], ნემსს, [[მაკრატელი|მაკრატელს]], სათითეს და მარცვლეულის თესლს. მას ექვემდებარება მიწისქვეშა სიმდიდრე, წმინდა წყალი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს.
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 14:26, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ეშაფ-ი (ვაინ. Ешап) – ვაინახური ფოლკლორის დემონური პერსონაჟი – ადამიანთა მიმართ მტრულად განწყობილი ანთროპომორფული არსება. ზღაპრებში იგი დედაბრის სახით გვხვდება; ცხოვრობს ტყეში მდგარ ქოხში და ადამიანებს, უპირატესად ბავშვებს, ჭამს ან სისხლს სწოვს (ჭამის წინ კბილებს ილესავას). ზოგიერთი ცნობით, ჰყავს ქალიშვილები, რომლებსაც შეცდომით ფატრავს და ხარშავს. ნართ-ორსთხოულ თქმულებათა ეშაფი საიქიოს დარაჯია. იგი საიქიოში შესასვლელ სპილენძის კარიბჭესთან ზის და იქ მხოლოდ მიცვალებულებს უშვებს. მკვდართა საუფლოს დარაჯი დიდი ზომის ცხრათვალა, ცხრა ხელფეხა, ეშვებიანი არსებაა, რომლის სხეული გრძელი და ხშირი ბალნით არის დაფარული; ბალანი ტილებით აქვს სავსე და ტანს განუწყვეტლივ იფხანს. იციან რა ჲეშაფის ქალური პატივმოყვარეობის თაობაზე, ეპოსის გმირები (სესქა-სოლსა და ბჲათარი) მას, ქრთამის სახით, ორი წყრთის ტოლა სავარცხელს აძლევენ და ასე ახერხებენ საიქიოში შესვლასა და იქედან გამოსვლას. ეშაფი ფლობს წყლის წისქვილს, ნემსს, მაკრატელს, სათითეს და მარცვლეულის თესლს. მას ექვემდებარება მიწისქვეშა სიმდიდრე, წმინდა წყალი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 4. Нальчик, 2006;
  • Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. М., 1972;
  • Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Акиева П. Х. Пространственная картина мира в древнеингушских космогонических представлениях // Лавровский сборник. Материалы XXXVIII и XXXIX среднеазиатско-кавказских чтений 2014-2015 гг. СПб., 2015.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები