გაბაშვილი ვასილ
(→იხილე გრეთვე) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Gabashvili vasil.jpg|thumb|'''ვასილ გაბაშვილი''']] | ||
'''გაბაშვილი ვასილ დავითის ძე''' - (30.III.1853 - 17.III. 1933) - [[გენერალი]]. | '''გაბაშვილი ვასილ დავითის ძე''' - (30.III.1853 - 17.III. 1933) - [[გენერალი]]. | ||
ხაზი 14: | ხაზი 15: | ||
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]]. 1918 იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდა | 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]]. 1918 იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდა | ||
თბილისში. | თბილისში. | ||
− | ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: | + | :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ბახტაძე''''' |
− | + | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== |
17:16, 5 მარტი 2019-ის ვერსია
გაბაშვილი ვასილ დავითის ძე - (30.III.1853 - 17.III. 1933) - გენერალი.
თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1875). 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. პოდპორუჩიკი (1877). პორუჩიკი (1878). მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში (1879-1885). შტაბსკაპიტანი (1881). კაპიტანი (1888, წარჩინებისთვის). პოდპოლკოვნიკი (1895, წარჩინებისთვის). პოლკოვნიკი (1901). 1901 წლდან ბატალიონის მეთაურია, 1904-1908 წლებში - ქვეითთა 79-ე პოლკის მეთაური. 1908 მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1909-1912 წლებში სპარსეთის ლაშქრობის მონაწილეა. 1909 სპარსეთში მეთაურობდა ყაზვინის რაზმს. 1913 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და გავიდა თადარიგში, თუმცა I მსოფლიო ომის დაწყების გამო კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და დაინიშნა კავკასიის მე-3 მსროლელი ბრიგადის მეთაურად. 1915-1916 წლებში კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურია.
1916-1917 წლებში იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი. 1917 წლის ბოლოს დაინიშნა ქართული საარმიო კორპუსის უფროსად. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 იყო ქართული საარმიო კორპუსის უფროსი. 1919 შეიმუშავა ქართული არმიის რეორგანიზაციის პროექტი. 1921 წლდან თადარიგშია. ცხოვრობდა თბილისში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
- Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი