შეიდიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:SeidiSi.jpg|thumb|400პქ|შეიდიში]]
 
[[ფაილი:SeidiSi.jpg|thumb|400პქ|შეიდიში]]
 
 
 
'''შეიდიში''' - ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი [[აბრეშუმი|აბრეშუმეულობა]] (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში).  
 
'''შეიდიში''' - ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი [[აბრეშუმი|აბრეშუმეულობა]] (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში).  
  
შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი [[სირმა|სირმის]] ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია - „ბაბთა“ (კახეთი). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.
+
შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი [[სირმა|სირმის]] ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია - „ბაბთა“ ([[კახეთი]]). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==

მიმდინარე ცვლილება 16:38, 20 დეკემბერი 2019 მდგომარეობით

შეიდიში

შეიდიში - ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი აბრეშუმეულობა (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში).

შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი სირმის ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია - „ბაბთა“ (კახეთი). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა, ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX ს. და XX ს. დასაწყისი, 1967. ც.ბ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები