ლოსკუტოვი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრია ლოსკუტოვი“ გადაიტანა გვერდზე „ლოსკუტოვი ანდრია“ გადამ...)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=10071 სტალინური სიები საქართველოდან]
 
[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=10071 სტალინური სიები საქართველოდან]
  
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიიული პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

17:09, 11 თებერვალი 2019-ის ვერსია

ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე- (1892, ქ. თბილისი - 29.XI.1937, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში, ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.

დამოუკიდებლობის პერიოდში ჩართული იყო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა შრომის კომისიაში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. გაემიჯნა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1923 მცირე ხნით იყო დაპატიმრებული. 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს მავნებლობის ბრალდებით. ამავე წლის დეკემბრის ბოლოს დამნაშავედ ცნო ე.წ. „ტროიკამ“. დახვრიტეს თბილისში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სტალინური სიები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები